„გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური სპექტრის ხედვები ემთხვევა.
„არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებას ვეთანხმები. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ვფიქრობ, პოლიტიკური სპექტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვები კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად ემთხვევა ერთმანეთს. ეს შეიძლება იყოს კრიზისიდან გამოსვლის გზა, თუ რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლებისგან და დანარჩენი ოპოზიციური სპექტრისგანაც მას ექნება ჩვენი იდენტური მხარდაჭერა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
კომენტარები