ოპოზიციას თავის შეხედულებები აქვს იმ პუნქტებზე, რაც მოლაპარაკებების მაგიდაზეა, მაგრამ ძირითადი აქცენტი და ყურადღება კეთდება პლებისციტზე ან ვადამდელ არჩევნებზე. ეს არის ბევრი პარტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ოპოზიცია კომპრომისებზე არ საუბრობს, – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბარში განაცხადა. „მოქალაქეების“ ლიდერი პარლამენტში უკვე ინიცირებულ ცვლილებებზე საუბრობს, მათ შორის საარჩევნო ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწევაზე.
„ეს პატარა პარტიების მხარდაჭერა არ არის. ეს არის ქვეყნის მომავლის მხარდაჭერა და საქართველოს პერსპექტივა. იმიტომ რომ თუ მრავალპარტიულობა თუ გულწრფელად გვინდა, ეს არის ზუსტად მრავალპარტიულობის ხელშემწყობი. იმიტომ რომ ერთბაშად 5 პროცენტის დაძლევა პოლიტიკური პარტიებისთვის არ არის მარტივი ამოცანა, მით უფრო დამწყები პარტიებისთვის“, – აღნიშნავს ელისაშვილი.