უკრაინასა და რუსეთის საზღვარზე კვლავ დაძაბული სიტუაცია რჩება. როგორც უკრაინის საზღვარზე ასევე ყირიმსა და დონბასის რეგიონებში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ტექნიკისა და სამხედროების მობილიზება ხდება.
გამწვავებული სიტუაციის ფონზე, გუშინ ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა. 40 წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს ბაიდენმა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.
აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის ესკალაციას ეხმაურება ევროპარლამენტიც და რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და უკრაინის დაშინება.
კომენტარები