ეს პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება. ჩვენ ყველამ ერთმანეთის გვერდში დგომით წელს უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60%, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივლისის თვის საჭიროა დღიურ 10,000-12,000 აცრამდე ასვლა, რაც საჭირო მიზნამდე მიგვიყვანს.
„შარშან, როცა ეპიდემია დაიწყო, ქვემო ქართლი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სამიზნე იყო ჩვენთვის. რამდენიმე სერიოზული კლასტერი გვქონდა, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ მაშინ ღირსეულად გავართვით თავი ამ ყველაფერს. წელს სხვა რეგიონებთან შედარებით აქ უფრო მეტი სიმშვიდეა და ყველაფერი მართვას ემორჩილება, თუმცა პრევენციული ღონისძიებები გასაძლიერებელია: პირბადის ტარება, დისტანცია, დიდი თავშეყრების არიდება და ა.შ. დღეს იყო მუნიციპალიტეტების მერებთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურებთან შეხვედრა და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ.
მე-2 მთავარი საკითხი დღეს ვაქცინაციის გააქტიურებაა, რამეთუ ეს პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება. ჩვენ ყველამ ერთმანეთის გვერდში დგომით წელს უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60%. დღევანდელი მონაცემებით, 35,000-მდე ადამიანია აცრილი. გუშინ გვქონდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და 24 საათის განმავლობაში 1,600-მდე ადამიანი აიცრა, თუმცა ეს საკმარისი არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.