აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თანამოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
ნიუ იორკში, სამხედრო-საზღვაო ხომალდ USS Kearsarge-ის ბორტზე სიტყვით გამოსვლისას ვენსმა აღნიშნა, რომ ამერიკის ისტორია ველურ ბუნებაში დიდი ცივილიზაციის შექმნის ისტორიას წარმოადგენს და ქვეყნის ყველა წარმატება საერთო ძალისხმევის შედეგია და არა ერთმანეთთან დაპირისპირებული მოქალაქეების.
„ჩვენ, ყველამ შევიტანეთ ჩვენი წვლილი. თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა თავისი როლი და თითოეულ ჩვენგანს მოგვიწევს ჩვენი წვლილის შეტანა, რათა ამერიკის სიდიადის მომდევნო 250 წელი შევქმნათ“, – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები დღეს აღნიშნავს ამერიკული სიმამაცისა და ამერიკული სამხედრო-საზღვაო უპირატესობის 250 წელს.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 250 წელს, როდესაც ამერიკა მომავალს შიშის გარეშე უყურებს. აღვნიშნავთ 250 წელს, რომელმაც დაამტკიცა, თუ რისი მიღწევა შეუძლია თავისუფალ ხალხს“, – თქვა ვენსმა.
