ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში შარლ მიშელის დოკუმენტის ირგვლივ შეთანხმების მიღწევას ეხმიანება და ყურადღებას ამახვილებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც პარტიის პოზიცია არ გაითვალისწინა და შარლ მიშელის შეთავაზებულ შეთანხმებას ინდივიდუალურად მოაწერა ხელი.
„მიველსალმები საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ, რომელსაც ეყო გამბედაობა, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, მისი აწ უკვე ყოფილი პარტიის მხარდაჭერის გარეშე. ის ნამდვილი გმირია. სალომე სამადაშვილი იმსახურებს მხარდაჭერას ყველასგან, ვისაც სურს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულება და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონსტრუქციულ გზაზე დაბრუნება“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.