უმრავლესობის წევრის, გიორგი ხელაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომაზე 19 აპრილს პარტიებს შორის დადებულ შეთანხმებასა და პარტიის ლიდერების წარმატებულ ვიზიტებზე იმსჯელებენ.
„ორ ძირითად საკითხზე ვიმსჯელებთ. პირველი – 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან ისე, რომ შევძლოთ ამ დოკუმენტის სულისკვეთების და მისი პუნქტების ბოლომდე შესრულება, მეორე – განვიხილავთ ბოლო კვირების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან წარმატებულ ვიზიტებს აშშ-სა და ბრიუსელში“, – განაცხადა ხელაშვილმა.
კითხვაზე, განიხილავენ თუ არა უმრავლესობის წევრები ამნისტიის საკითხსაც, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომ ამნისტიასა და მსგავს საკითხებზე დიდ ყურადღებას დღევანდელ შეხვედრაზე არ გაამახვილებენ, რადგან ამაზე დეტალები შეთანხმებაშია გაწერილი