აშშ-ის ხელისუფლება უგულებელყოფს ისტორიას და ლობისტების მოთხოვნებს ემორჩილება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნკაციების დირექტორმა, ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა.
ფაჰრეთინ ალთუნი კომენტარს აკეთებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაზე, რომელშიც ბაიდენი 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ მკვლელობებს გენოციდს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს არის უკიდურესად სამწუხარო და სევდიანი დღე თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობებში.
ალთუნის თქმით, 1915 წლის მოვლენებისადმი აშშ-ის დამოკიდებულება არ ეფუძნება ისტორიულ ფაქტებს და მხოლოდ ლობისტურ საქმიანობას ასახავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი დღეს ოფიციალურად აღიარა.
კომენტარები