ლევან ვასაძის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. ამის შესახებ ვასაძემ მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ უკვე საჯარო ჭრილში დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“. ეს არის ის გაერთიანება, რომელიც სულ მალე გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად და ჩვენი ხალხის ხალხის მხარდაჭერით შეცვლის საქართველოში ამ გამოუვალ მდგომარეობას. დარწმუნებული ვარ, ეს გზა, რომელსაც ახლა შევუდექით, ადვილი არ იქნება. არ იქნება ია-ვარდით მოფენილი, ჩვენ გველოდება წინ ბევრი ერთობლივი ბრძოლა, ჩვენ გველოდება წინ წინააღმდეგობები, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით შევძლებთ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე“, – განაცხადა ვასაძემ.