ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ შოყის თავზე, ოქროს ციხის ტყის მასივთან ხანძარია. ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეებსა და ბუჩქებს ცეცხლი უკიდია.
შეტყობინება სახანძრო სამსახურში გამვლელისგან შუადღისთვის შევიდა, რა დროსაც ხანძრის ჩასაქრობად ადიგენიდან ოთხი ეკიპაჟი გავიდა.
ცეცხლი დაახლოებით 30 მეასედზეა გავრცელებული, საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია რეგიონის სამაშველო ბრიგადები.
კომენტარები