ბოკერიას დამლაგებელიც აღარ დარჩა პარტიაში, ყველა გაექცა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა.
„გუშინ ისეთი სასაცილო რამ თქვეს, ალბათ ქართულ პოლიტიკურ ანეკდოტებში პირველ ადგილზე გავა – „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვიტა არ შევა პარლამენტში. ყველა შემოვიდა და ვინ აცხადებს რომ არ შემოვა?!. მაგ პარტიიდან ვისაც მანდატი ჰქონდა ყველა შევიდა პარლამენტში და რას უცხადებენ ბოიკოტს? ბოკერიას ისეთი დაემართა ქრესტომათიაში შევა ალბათ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
კომენტარები