დაზარალებული მეზღაურების ოჯახის წევრებსა და ბრალდების ადრესატს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ბათუმში ათობით მეზღვაური კომპანია „ბეშიქთაშქ გრუპს“ თაღლითობაში ადანაშაულებს.
დაზარალებლების თქმით, თურქეთის მოქალაქეს, გემზე დასაქმების სანაცვლოდ, 500-დან 800 დოლარამდე გადაუხადეს, თანხის გადაცემის შემდეგ კი ის გაუჩინარდა.
ამბობენ, რომ თაღლითური სქემის მონაწილეები საქართველოს მოქალაქეებიც არიან. მეზღვაურების ოჯახის წევრები ბრალდების ერთ-ერთ ადრესატს ციცო ხარაბაძეს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპიდნენ. დაზიანებულია ოფისის ინვენტარი.
ბრალდებებს უარყოფს ხარაბაძე. ამბობს, რომ მხოლოდ თარჯიმანია და ისიც დაზარალებულია. მეზღვაურებმა აჭარის მთავარ სამმართველოს მიმართეს. გამომძიებლებმა რამდენიმე მათგანი უკვე დაკითხეს. დაზარალებულები თაღლითობის სქემის ყველა მონაწილოს დასჯასა და თანხის დაბრუნებას ითხოვენ.