კარლ ჰარცელის ვიზიტი აჭარაში გრძელდება. ევროკავშირის ელჩი საქართველოში საზღვაო აკადემიაში იმყოფება. ის უკვე შეხვდა სტუდენტებს და საზღაო სფეროში საქართველო ევროკავშოროს თანამშრომლობაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა რომ თანამშრმლობა მოიცავს როგორც განათებას, ასევე ზღაზე უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვას.
ელჩი ამ წუთებში აკდემიის რექტორსა და საზღაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ხვდება.
ევროკავშირი წლებია საქართველოს საზღვაო სექტორის გავითარებაში ეხმარება. ატარებს ტრენინგებს მეზღაურებისთვის და ეხმარება დასაქმებაში სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.
„ევროკავშირი წლებია თანამშრომლობს საქართველოსთან საზღვაო თემასთან დაკავშირებით, ვთანამშრომლობთ როგორც უსაფრთხოების, ასევე გარემოს დაცვის სფეროში. შავი ზღვის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს დაკავშირება ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტია. ის, რომ ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმება, ბევრ შესაძლებლობას იძლევა. პროფესია, რომელიც თქვენ აირჩიეთ, არის ნაწილი თანამშრომლობისა და ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება” – განაცხადა კარლ ჰარცელმა