„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას უკრაინაში ჩასვლა იყო იმის დემონსტრირება, ვინ არის რეალური ლიდერი „ნაცმოძრაობაში“.
„ძალიან სუსტად ჩანდა მელია და ზოგადად მას არ აქვს დადებითი ტენდენცია. გამოჩნდა, ვინ არის რეალური ლიდერი იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც წარიმართება რადიკალური ოპოზიციის მხარეს. პირველ რიგში, ეს არ წაადგება ოპოზიციის ამ ნაწილს“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები