„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჯერ კიდევ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ კრიზისი უკვე დასრულებულია და ამ პარტიის გადასაწყვეტია, მიიღებენ თუ არა საპარლამენტო მანდატებს და გააგრძელებენ საქმიანობას საკანონმდებლო ფორმატში.
„შარლ მიშელმა უკვე განაცხადა, რომ კრიზისი დასრულებულია. ახლა, სხვა პარტიები შევლენ თუ არა პარლამენტში, მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ საბოტაჟი, ე.წ. „პოლიტიკური კრიზისი“ დასრულებულია, „ნაცმოძრაობა“ შევა თუ არა პარლამენტში, მათი გადასაწყვეტია“, – აღნიშნავს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
კომენტარები