„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ინიციატივას „ტაში ქართულ ჯარს“ აანონსებს. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.
„იმის გამო, რომ წელს 26 მაისი და ეროვნული გვარდიის 30 წლის იუბილე განსხვავებულად და ბევრად უფრო პომპეზურად ტარდება, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას აქვს ინიციატივა „ტაში ქართულ ჯარს“. მოვუწოდებთ ჩვენს თანატოლებსა და მთელს ჩვენს საზოგადოებას შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში. 26 მაისს 00:01 საათზე ჩვენი სადარბაზოების აივნებიდან, სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან ტაშით გადავუხადოთ მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს იმისთვის, რასაც ისინი 30 წლის განმავლობაში აკეთებენ. ასევე, ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით, უშუალოდ დამოუკიდებლობის დღის ღონისძიების წინ, გაიმართება ერთიანობის კორიდორი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვეტერანებსა და ჩვენს გმირ ჯარისკაცებს ტაშით შევეგებებით, სანამ დაიწყება უშუალოდ ოფიციალური ღონისძიება“