ბატონი ლევან სამუშია იყო ერთ-ერთი, რომელიც გამოირჩეოდა უზრდელობით და რომელმაც როგორც ჩანს, მიიღო დავალება, პროცესებში იმდაგვარად ჩართულიყო, რომ როგორმე ჩაეშალა ეს სხდომა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
„დღეს, სრულიად მოულოდნელად „ლელოს“ წარმომადგენლები გვესტუმრნენ კომიტეტის სხდომაზე. ისინი, ვინც არ არიან პარლამენტის წევრები და სცადეს მოეწყოთ შოუ. ეს უბრალოდ სხდომის ჩაშლა არ არის. ჩვენი ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები ცდილობენ, რომ როგორმე ჩაშალონ შარლ მიშელის შეთანხმება, ასე შეიძლება ეს ფაქტი შევაფასოთ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
კომენტარები