ვფიქრობ, რომ ნატო არის საქართველოს ურყევი ნება და არა მხოლოდ ნება, რომ ჩვენ გავწევრიანდეთ ალიანსში და ამავე დროს სერიოზული ნაბიჯები გადავდგათ მისი კონტრიბუციის თვალსაზრისით, – ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ამიტომ მე ვფიქრობ, რომ 2021 წელი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელიწადი, ისევე როგორც 2022 წელი და ამავე დროს, ვფიქრობ, რომ მოგვეცემა საშუალება არა მხოლოდ კონტრიბუცია შევიტანოთ ნატოს უსაფრთხოებაში, არამედ გავხდეთ მისი სრულუფლებიანი წევრი. ამასთან დაკავშირებით, მგონი ალიანსში ბევრი კითხვა აღარც ისმის“, – განაცხადა დოლიძემ.
კომენტარები