რა პროექტები ხორციელდება საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„პირველი პრიორიტეტი, რაც მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა და ახლა უკვე პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაისახა, ეს იყო ჯარისკაცზე ზრუნვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯარისკაცები ხედავდნენ, რომ მათზე ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეები და ხელისუფლება.
მეორე პრიორიტეტი, რაც დავისახეთ ეს იყო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, რადგან ჩვენი ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წლის ჩათვლით ის არსებითად შეიცვალა. ეს პროცესი გაგრძელდება და საშუალოდ 3-4 წელიწადში ჩვენ გვექნება ნატოს სტანდარტის ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
კომენტარები