იცით, რომ „ლელო“ შარლ მიშელის შეთანხმების მონაწილეა და ვშრომობთ იმისთვის, რომ ამ შეთანხმების იმპლემენტაციის გზით, ქვეყანა სწორ გზას მიუახლოვდეს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, ისინი თავად წყვეტენ თავიან საკითხებს. ჩვენ ვთვლით, რომ პარლამენტში ამ თემებზე მუშაობა არის ყველაზე ეფექტიანი გზა და საშუალება“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ელოდებიან, რომ მეათე მოწვევის პარლამენტს ბარიერგადალახული ყველა პარტია შეუერთდება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია უკვე პარლამენტშია, ნაწილი მაინც ბოიკოტის რეჟიმში რჩება. მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიას გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელშია და შეხვედრებს მართავს.
