„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას ახალ პარტიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გახარიას პრეზენტაციაზე ახალი არაფერი უთქვამს.
„არაფერი ახალი არ გამიგია მისი გამოსვლისას, მით უმეტეს ცოტა ცინიკურია, როცა შენი მმართველობის პერიოდში, რომლის პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, ომბუდსმენი, შს მინისტრი იყავი, დღეს აკრიტიკებ, რომ თურმე კორუფციაა ქვეყანაში და არის ნეპოტიზმი. ის არის ამ სისტემის ნაწილი და პასუხისმგებელი იმ დანაშაულებრივ კორუფციულ გარიგებებზე და ბევრი პრობლემის შექმნაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. ნამდვილად არ მინდა, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ შევიდეს შეცდომაში, რადგან თუ ეს სისტემა არ დაირღვა და არ გაჩერდა, თუ ეს სისტემა არ გავისტუმრეთ, რომელმაც ეს ქვეყანა მიიყვანა უკიდურეს მდგომარეობამდე თავის გახარიანად და მის გუნდიანად, სერიოზული მომავალი ამ ქვეყანას არ ექნება“, – განაცხადა ხაზარაძემ.