პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით პარტიის გადაწყვეტილება საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ გააცნო.
„ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლისკენ მმართველი გუნდის, პარლამენტში უკვე შესული ოპოზიციონერები და ქვეყნის დასავლელი პარტნიორები რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწოდებდნენ. მათი განცხადებით, პრობლემები საკანონმდებლო ორგანოში მუშაობით უნდა გვარდებოდეს და არა – ქუჩაში, აქციებით. მიუხედავად მოწოდებებისა, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ „ცხელ გაზაფხულს“ აანონსებდა.
კომენტარები