შეერთებულ შტატებში ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს შორის ბოლო დებატი გაიმართა. მიგრაცია, ქვეყნის შიდა ეკონომიკური საკითხები, ქალთა უფლებები და ბირთვული იარაღის გამოუყენებლობა – ამ საკითხებზე რიგით მესამე და ბოლო საპრეზიდენტო დებატებზე დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კანდიდატებმა ყველაზე ცხარედ იკამათეს.
როგორც წინა შემთხვევაში, არც ამჯერად ჩაუვლია დებატებს ვლადიმერ პუტინის გარეშე.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პატივს არ სცემს ჰილარი კლინტონს, რაზეც კლინტონის პასუხი ასეთი იყო – “პუტინს პრეზიდენტად მარიონეტი ურჩევნია”.
კომენტარები