ფოთში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. შემთხვევა მალთაყვის ტერიტორიაზე მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია მაშველთა რამდენიმე ჯგუფი. მაშველებთან ერთად, მამაკაცს მისი ახლობლებიც ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლამდე კაცი მეგობრებთან ერთად მალთაყვის სანაპიროზე იმყოფებოდა, ის წყალში საბანაოდ შევიდა და რამდენიმე წუთში გაუჩინარდა.
შემთხვევის ადგილზე ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
კომენტარები