საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.
„საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვედი. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ლიეტუვის ურყევ მხარდაჭერას ვადასტურებ. საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს“, – დაწერა ლიეტუვის პრეზიდენტმა Twitter-ზე.
კომენტარები