„საარჩევნო რეფორმის“ წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკური გარემოს რეალური გაუმჯობესებისათვის“ – ამბობს „სამართლიანი არჩევნები“. ორგანიზაცია, რომელიც ერთი თვე უმალავდა ამომრჩევლებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგები მცდარი იყო და რომლითაც ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად აცხადებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ საკუთარ სიტყვას ფასი დაუკარგა.
„დღემდე, გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დარღვევით, არ პასუხობს ჩვენს კითხვებს და არ ასაჯაროებს იმ 8% უბნების სიას, რომელზეც მათი მტკიცებით მეტობით დისბალანსი დაფიქსირდა.
სამწუხაროა, რომ ამ ორგანიზაციამ საკუთარ სიტყვას ფასი დაუკარგა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.