რომელიღაც დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ წლების განმავლობაში ნაწამები ხალხი საზღვარგარეთ ჩივის, ხოლო კომპენსაციას ქართველი ხალხი იხდის – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ამის პოლიტიკური და მორალური მხარე გასაგებია, მაგრამ საერთაშორისო სამართალში არის თუ არა რამე მექანიზმი, რომ თანამონაწილეობა, ან რაღაც ფინანსური პასუხისმგებლობის გადანაწილება იყოს იმ პოლიტიკური ძალის სამართალმემკვიდრეებზე, რომელმაც თავის დროზე ეს საზიზღრობები ჩაიდინა და რომლისთვისაც გამოდის, რომ ფასს ქართველი ხალხი თავისი ჯიბიდან იხდის“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
კომენტარები