გორი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მგზავრი დაშავდა. სამივე დაშავებული ექიმია.
ექიმები “ჰონდას” მარკის კერძო ავტომობილით გორიდან წეროვანის მიმართულებით
გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათ “მერსედესის” მარკის მანქანა შეეჯახა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კლინიკის ინფორმაციით, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კომენტარები