საქართველომ დასავლეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო, – წერს პარტია „ქართული ოცნება“ Twitter-ის გვერდზე.
„როგორი შესანიშნავი კვირაა საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაღალი შეფასება მიიღო საომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიაციისთვის, რომელშიც აშშ და ევროკავშირი მონაწილეობდნენ. საქართველომ დასავლეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო. ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირდა: ნატოს სამიტის დეკლარაცია, ევროკავშირ-აშშ-ის სამიტის დეკლარაცია, ევროკავშირის სტრატეგია რუსეთთან ურთიერთობებზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა ბრიუსელის ფორუმზე, ხოლო დასავლეთის ქვეყნების პრეზიდენტებმა და ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს სუვერენიტეტს ცალსახა მხარდაჭერა გამოუცხადეს“, – ნათქვამია განცხადებაში.