მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პრაიდის კვირეული არ უნდა ჩატარდეს.
“მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე”.
ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა, რის შემდეგაც წამყვანმა ჰკითხრა: “ეკლესიას უგორებთ კოჭს? ვასაძის მუქარას ექვემდებარებით?”
“მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით გამსჭვალული გადაწყვეტილება. ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, მოძრაობა “ერის” დამფუძნებელი, ჰომოფობიური განწყობების მქონე ბიზნესმენი, ლევან ვასაძე, ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და პრაიდის გაუქმებას მოითხოვს. ვასაძე მთავრობას “პრაიდის” გასაუქმებლად 10 დღიან ვადას აძლევს.
1-5 ივლისს თბილისში პრაიდკვირეული არის დაგეგმილი, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული და სოციალური ღონისძიება გაიმართება.