„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 9 წლის განმავლობაში ყველა არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა.
მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ერთი და იგივე სტრატეგიით ურტყამს კედელს თავს.
„ოპოზიციამ, რომელიც დღეს პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტს ვასრულებთ, უნდა ვითანამშრომლოთ. „ნაცებმა“ მიხედონ თავის საქმეს. 9 წლის განმავლობაში ყველა არჩევნებში ვინც დამარცხდა, არის „ნაციონალური მოძრაობა“, იმიტომ რომ, ერთი და იგივე სტრატეგიით, ურტყამენ კედელს თავს. ვერ აჩერებენ მიშას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კომენტარები
