“ალეკო, მადლობა სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის”, — ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს პლენარულ სხდომაზე მადლობა გადაუხადა.
მანამდე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ლიბერთი ბანკთან პენსიების საკითხზე აქცია დააანონსა. საკითხს მოგვიანებით ელისაშვილი გამოეხმაურა და ვაშაძეს უთხრა, რომ ამ თემაზე პარლამენტში მუშაობა უკვე დაწყებულია და მასზე “ხმამაღლა საუბარი” პირველად ზარქუამ დაიწყო. მან დეპუტატს მოუწოდა, ერთად ემუშავათ საკითხზე.
“ამბიციურ ხალხსაც პატივს ვცემ, მონდომებულ ხალხსაც პატივს ვცემ, მაგრამ, ზღვარი ნუ დაგვეკარგება ხოლმე. მინდა გიორგი ვაშაძეს მივმართო — შემოუერთდი შე დალოცვილო ამ სამუშაო ჯგუფს. ჩაკეტილი სივრცე კი არ გვაქვს და მასონთა ლოჟა კი არ გვაქვს”, — განაცხადა ელისაშვილმა.
