ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ასე მალე მოხდებოდა და ასე გაებმებოდნენ ისინი. როგორც ჩანს, სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ შეხვდნენ , – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
მისი თქმით, ეს იყო ლეგიტიმური ეჭვი, ეჭვი, რომელიც დღეს დადასტურდა უკვე ფაქტებით.
„ჩვენ ამას ვსაუბრობდით წინასწარ და ბევრი ადამიანი ეჭვის თვალით გვიყურებდა, მაგრამ კვანძი გაიხსნა. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ასე მალე მოხდებოდა და ასე გაებმებოდნენ ისინი. ახლა შეიძლება დაიწყონ საუბარი იმაზე, როგორ აღმოჩნდნენ შემთხვევით ამ პატარა ქვეყნის პატარა დედაქალაქში ერთ სასტუმროში, იმიტომ რომ მეორე სასტუმროში ადგილი არ იყო. დაახლოებით ასეთ არგუმენტებს ველოდებით. ეს ხუმრობით, მაგრამ სიმართლე არის ერთი – ეს იყო ლეგიტიმური ეჭვი, ეჭვი, რომელიც დღეს დადასტურდა უკვე ფაქტებით. წარმოუდგენელი და გამორიცხული იყო გახარიას მოქმედებები ამის გარეშე. როგორც ჩანს, ისინი სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ შეხვდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
