ხობის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. 2 წლის ბავშვი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო. ახლობლების ინფორმაციით, იგი, სავარაუდოდ, ავზში ჩავარდნილ სათამაშოს ეძებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე გარდაცვლილი იყო.
კომენტარები