საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. მთავრობის მეთაური დეპუტატებს წლიურ მოხსენებას წარუდგენს. სხდომას 108 კანონმდებელი ესწრება.
პრემიერ-მინისტრის ანგარიში 151-გვერდიანია. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პანდემიით გამოწვეული გამოწვევების მიუხედავად, არსებობს პროგრესი სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხი საკვანძო მიმართულებით: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები.
სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის შემდეგ, მთავრობის მეთაურს კანონმდებლები კითხვებს დაუსვამენ.
კომენტარები