თურქეთში ფეთჰულა გიულენის ძმისშვილი და რძალი დააკავეს. სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი სასულიერო პირის ახლო ნათესავებს ბრალად გიულენის ორგანიზაციის წევრობა ედებათ.
ჰუსეინ და ბუშრა გიულენები სამართალდამცველებმა იზმირში დააპატიმრეს. მანამდე, სპეცსამსახურებმაგიულენის ძმა და რამდენიმე ახლო ნათესავიც დააკავეს.
ოფიციალური ანკარა ფეთჰულა გიულენს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს და შეერთებული შტატებიდან მის ექსტრადიციას ითხოვს.
კომენტარები