ის ღალატი, რაც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც პარტიამ თავისი ქვეყნის წინაშე, რეზოლუციის მხარდაჭერით, არ იკმარეთ და დღემდე ახსენებთ ხალხს რუსულ ჰიმნს და ასეთი მეთოდებით ვითომ რაღაცის წინააღმდეგ იბრძვით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„არ ვიცი, რა სჭირს ამ ხალხს, რა დაუოკებელი სურვილია ასეთი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობის“ სხვადასხვა შტო თუ საკუთრივ მათი წარმომადგენლები ვერ იკავებენ თავს, რომ ამ დარბაზში მაინც საბჭოთა და რუსული ჰიმნი არ გაახმოვანონ,, მე ვერ ვხვდები, ქვეცნობიერი შვება ამას თუ რას აკეთებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები