საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში ყველა ჩართულია.
აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენტიის დატოვების შემდეგ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე: „ხომ არ მიიღეთ ელჩისგან რაიმე, მათ შორის გზავნილი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ვინაიდან კელი დეგნანი საკითხზე განცახდებებს აკეთებდა, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის გზავნილებს არ იღებს ხოლმე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტია.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, აუცილებელია, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ყველა დაპირება სათანადოდ შესრულდეს.
„გზავნინებს საერთოდ არ ვიღებ, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი ვარ და არ უნდა მივიღო გზავნილები. ყველანი ვართ ჩართული ამ პროცესებში. აუცილებელია, პროცესი წინ წავიდეს და შესრულდეს ყველა დაპირება. დარწმუნებული ვარ, ბოლოში გავალთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.