ბათუმის მიწათსარგებლობის განვითარების გენერალურ გეგმას „სითი ინსტიტუტი საქართველო“ შეიმუშავებს. ცნობილმა ქალაქგეგმარებითმა ორგანიზაციამ ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის, მამუკა სალუქვაძის განცხადებით, უნდა შემუშავდეს დოკუმენტი, რომელიც ქალაქის სწორი განვითარებისათვის საფუძველს შექმნის.
„ვიწყებთ ურთულეს და უაღრესად საპასუხისმგებლო ბრძოლას ბათუმისათვის. პროექტის წარმატების ფორმულა ისევ იგივეა – უნდა შემუშავდეს მართალი დოკუმენტი, რომელიც შეაჩერებს მიმდინარე ქაოტურ პროცესებს და საფუძველს შექმნის ბათუმის სწორი განვითარებისათვის. მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობს და მომავალშიც გვერდით დაგვიდგება,“ – აღნიშნავს მამუკა სალუქვაძე.
შეგახსენებთ, თბილისისა და გორის გენერალური გეგმების ავტორი სწორედ „სითი ინსტიტუტი საქართველოა“.