თერჯოლაში შუა ხნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
ხვიჩა გამეზარდაშვილს ოჯახი ხუთი დღის განმავლობაში ეძებდა, გუშინ კი ცხედარი სანიაღვრე არხში აღმოაჩინეს.
მას სხეულსა და სახეზე დაზიანებები აქვს.
ოჯახს მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას მანქანა დაეჯახა და მიატოვა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები