სააკაშვილს სული ვერ უთმენს, უნდა აჯანყება, რომ როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„სააკაშვილს სული ვერ უთმენს, მაშინვე გამოვარდება ხოლმე და ბოლო მიზანსცენას ხსნის. „მივაწვეთ, მოვაწყოთ გადატრიალება, მოვახდინოთ აჯანყება, რომ როგორმე ხელისუფლებაში დავბრუნდეთ“ – ეს არის მთელი ანაბანა ამ ყველაფრის. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური სპექტრის მცირე ნაწილი ამ მახინჯი წრიდან ვერ გამოვიდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კომენტარები