ოპოზიციაში ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც თავისი სახელისა და მატერიალური რაღაცის გულისათვის უფრო მეტს იღებს თავის თავზე, ვიდრე უნდა გააკეთოს. ხშირ შემთხვევაში, ქვეყანა ავიწყდებათ, – ამის შესახებ ნეკრესელმა მიტროპოლიტმა, სერგიმ (ჩეკურიშვილი) ეკლესიის დისკრედიტაციაზე საუბრისას განაცხადა.
„მე მგონია, რომ ისეთ ჩიხში ჩასვეს ჩვენი ოპოზიციაც და პოზიციაც, რომ სხვანაირ რაღაცას ვეღარ აკეთებს ჩვენი ხალხი. იმ ოპოზიციაში ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც თავისი სახელისა და მატერიალური რაღაცის გულისათვის უფრო მეტს იღებს თავის თავზე, ვიდრე უნდა გააკეთოს. ხშირ შემთხვევაში, ქვეყანა ავიწყდებათ. ვფიქრობ, რომ ქვეყანა არ უნდა დაავიწყდეთ. ეს სათამაშო არ არის. ამ ყველაფერზე პასუხი მოეთხოვებათ. ღმერთი დიდია“, – განაცხადა მეუფე სერგიმ.
კომენტარები