თბილისის მერი კახა კალაძე, ცხინვალის ციხიდან, ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ეხმიანება, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და დღეს, ცნობილი გახდა, რომ ის დე-ფაქტო პრეზიდენტმა შეიწყალა:
“ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა! ერთწლიანი წვალება, ოჯახის, მთელი ქვეყნის ნერვიულობა, მოლაპარაკებები უკან დარჩა.
ზაზა სახლში ბრუნდება. სიმწარენარევი სიხარულია… მინდა მჯეროდეს, მსგავსი სანერვიულო აღარ მოგვეცემა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ქვეყანა გვაქვს გასამთლიანებელი! ოკუპაცია დროებითია, ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებთან და ოსებთან ერთად კი, გარდაუვალი და კანონზომიერი!”– წერს კახა კალაძე.
კომენტარები