რეგისტრირებული 12 ათასი მოქალაქის „ფაიზერით“ აცრა დღეიდან დაიწყება. დოზები საქართველოს მასშტაბით სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე შვიდ კლინიკაში გადანაწილდა.
კლინიკების ხელმძღვანელების განცხადებით, სამედიცინო პუნქტები აცრებისათვის მზად არის. „ფაიზერის“ დამატებითი დოზები ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა, წლის ბოლომდე, ჯამში, მილიონ 350 ათასი დოზა.
კომენტარები