საქართველოს 19 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ეწვევიან. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში.
კონფერენცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმებას ეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. დაგეგმილია შარლ მიშელის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივი შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია.
ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.
კომენტარები