ციციშვილის „ბავშვთა ახალი კლინიკის“ სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, მათ სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანილი ორი კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
„ამჟამად, კლინიკაში 69 კოვიდინფიცირებული ბავშვი და 50-მდე მშობელია. რეანიმაციაში 21 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ძირითადად, არიან ჩვილები ან პაციენტები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. ბავშვებიდან, ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე არიან. ორივე ბავშვი 2 თვისა და რამდენიმე დღისაა. ერთი საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი“, – აცხადებს მაია ჩხაიძე.
კომენტარები