ჩვენ კარგად გვესმის და ღრმად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას, ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ის ქვეყნები, რომლებმაც გააკეთეს ეს სწორი არჩევანი.
„აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები და ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინაში ყოველდღე მივდივარ საოკუპაციო ხაზთან. ჩვენთანაც ოკუპირებული ტერიტორიებზე მსგავსი ტრაგიკული სიტუაციაა. ასეთ შემთხვევებში ჩვენ კარგად გვესმის და ღრმად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ის ქვეყნები, რომლებმაც გააკეთეს ეს არჩევანი. ჩვენ დღეს ვართ ერთად, ეს არჩევანი გაკეთებული გვაქვს და ეს რეალობაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ასოცირების ტრიო არის ახალი რეგიონალიური განზომილება.
„ევროპის დიზაინი გაკეთებულია და გვაკლია სამი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი. მე მახარებს ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იზიარებს ამ ინიციატივას და აცხადებს, რომ ეს ასოცირების ტრიო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.