ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში, მდინარე ჩხოუშიას მიმდებარედ, 50 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ქალი მდინარეზე გადადიოდა, როცა დინებამ წაიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ოჯახი მეორე დღეა ეძებდა.
გარდაცვლილი ადგილობრივია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარები