ბევრმა შეიძლება მისი სახელი არ იცოდეს, მაგრამ მას იცნობენ როგორც “ავღანელ გოგონას” მწვანე თვალებით, რომლის ფოტოც ჟურნალ National Geographi-ს ყდაზე გამოქვეყნდა. აღნიშნული ფოტო ჟურნალის არსებობის განმავლობაში ყველაზე ცნობილი გახდა.
შარბათ გულა, რომელიც ამჟამად 40 წლის არის გუშინ პაკისტანში ყალბი პირადობის მოწმობის გამო დააპატიმრეს.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ავღანელი ქალი ქვეყანაში ყალბი დოკუმენტებით არალეგალურად ცხოვრობს. პაკისტანის პასპორტები ასევე აღმოაჩნდა ორ მამაკაცს, რომლებიც საკუთარ თავს შარბათ გულას შვილებს უწოდებენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ფულადი ჯარიმა და 14 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები