პლაკატებთან დაკავშირებით თბილისის მერიამ უკვე გაავრცელა განცხადება და კანონით გათვალისწინებული რეაგირება უკვე დაწყებულია. რაც შეეხება სიძულვილის ენას და პოლარიზაცია, საზოგადოებამ კარგად დაინახა ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვის დღის წესრიგშია დაპირისპირება და სიძულვილი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში ისაუბრა.
„ძალიან მარტივი იყო იმის დანახვა, როდესაც შარლ მიშელმა მოამზადა დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა მშვიდობას და ამ დოკუმენტს მიღმა დღემდე რჩება ოპოზიციის რადიკალური ბანაკი. ის ვინც არ მოაწერა ხელი მშვიდობას დარჩა მარგინალურ დესტრუქციულ ზონაში და სწორედ მის ინტერესებში შედის დაპირისპირება და სიძულვილი. ჩვენი საარჩევნო პლაკატები უკვე არის ქალაქში, რომელზეც ჩვენი კანდიდატი და თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერი კახა კალაძეა. ჩვენი პლაკატები არის ეს პლაკატები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ